თბილისს მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად დამსახურებულად მოიხსენიებენ, თუმცა მისი მკვიდრები ქალაქის არქიტექტურის მეორე მხარესაც კარგად იცნობენ.
სამწუხაროდ, ტურისტულ უბნებს მიღმა ხშირად ვაწყდებით 90-იანი წლებიდან წარმოქმნილ პრობლემას, რომელიც დღემდე აქტუალურია. საუბარია თვითნებურ მიშენებებზე, რაც იმ პერიოდში ფართოდ გავრცელდა და დღემდე საკმაოდ აქტუალურია.