ყვითელი ამბები

„პირველად რომ დავპატიჟე, ბიჭთან ერთად მოვიდა, მეორედაც...“ – გიორგი ყიფშიძე ცოლზე

გიორგი ყიფშიძემ სამი წლის წინ 19 წლით უმცროსი ენი გასიევა შეირთო.
Sputnik
მსახიობი გიორგი ყიფშიძე და მისი მეუღლე ენი გასიევა „საღამოს პოსტს“ ესტუმრნენ და საკუთარი სიყვარულის შესახებ ისაუბრეს. როგორც გიორგიმ აღნიშნა, ენი მისი შვილის თაობას ეკუთვნის და ამიტომ მათი გაცნობის ისტორია მისთვის განსხვავებული იყო.
„თითქოს ძალიან ბევრი დრო გავიდა, ამ დროს სულ რაღაც სამი წელია ერთად ვართ და ორი ბავშვის გაჩენა მოვასწარით. ენი ძალიან სხვა თაობის ადამიანია. აბსოლუტურად სხვანაირი კუთხით მიცნობდა და არა ისე, როგორც მიჩვეული ვარ. თუმცა, როგორც ჩემი შვილის თაობას ვესაუბრებოდი, ისე მასთან არ გამოვიდა, რადგან აბსოლუტურად სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა“, – აღნიშნა მსახიობმა.
მისი თქმით, გაცნობის შემდეგ მომავალი მეუღლე თეატრში დაპატიჟა, თუმცა ენი პაემანზე ბიჭთან ერთად მივიდა.

„მეორედაც რომ დავპატიჟე, ისევ იმ ბიჭთან ერთად მოვიდა. მეგონა, რომ წყვილი იყო და ზედმეტი არაფერი ვაკადრე. შემდეგ გაირკვა, რომ უბრალოდ კარგი მეგობრები არიან და ამ ბიჭს რომ მოვუყევი ეს ისტორია, მოკვდა სიცილით“, – იხსენებს გიორგი.

გიორგი ყიფშიძემ მესამე ცოლი 2019 წლის იანვარში შეირთო. ენი გიორგიზე 19 წლით უმცროსია და გიორგი ყიფშიძის პირველ შვილზე ნატალიკოზე 5 წლითაა მხოლოდ უფროსი. წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - კოსმო და ლუნა.