COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 16 მარტი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.591.180 ადამიანი; ჩატარებულია 2.836.778 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.554 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.099-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.638.790-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.591.180 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 800), გარდაიცვალა – 16.595 (ბოლო 24 საათში – 10). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 1.068 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 21.281 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.180, PCR–ტესტით – 19.101.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,16%, ბოლო 14 დღის – 12,39%, ბოლო 7 დღის – 9,41%.
სულ ჩატარებულია 2.836.778 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.554 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge