ყვითელი ამბები

„მან ვერ დაიჯერა...“ – ორწლიანი დუმილის შემდეგ ვანო ჯავახიშვილი მიშა ანდღულაძეზე საუბრობს

რა მოხდა ვანო ჯავახიშვილსა და მიშა ანდღულაძეს შორის?
Sputnik
ორწლიანი დუმილის შემდეგ ვანო ჯავახიშვილი მას და მის ყოფილ თანაგუნდელს მიშა ანდღულაძეს შორის არსებულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა.
ჯავახიშვილის თქმით, თავის დროზე ანდღულაძემ ვერ დაიჯერა, რომ მოკლე დროში წარმატებული ტელევიზიის გაკეთება შეიძლებოდა.

„მე დღემდე ვფიქრობ, რომ მიშა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ურთიერთობა, იქამდე დავედით, რომ სადღაც თუ შევხვდით, გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს. ერთადერთი გულის წყვეტა რაც მაქვს, ყველაზე დიდი, იყო ის, რომ მიშა ჩემ გვერდით არ იყო. ის, რაც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული, ჩვენს გუნდს და ნიკა გვარამიას, რომ ჩვენ შევძლებდით ტელევიზიის გაკეთებას, რეალურად ეს მან ვერ დაიჯერა“, – ამბობს ვანო ჯავახიშვილი.

ტელეწამყვანი ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო.
2019 წელს „რუსთავი 2“-დან წამოსვლაზე იუმორისტების ერთმა ნაწილმა უარი თქვა. მათ შორის იყო მიშა ანდღულაძეც.