საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბიძგები თბილისის დროით 16:25 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქალაქ ბაღდათთან (კურორტ საირმედან 6 კილომეტრში) მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ბიძგები თბილისის დროით 16:25 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრე 4,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
ბიძგების ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
წყარო: სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი