ყვითელი ამბები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაგვის ჩანთა დემნა გვასალიასგან – ფოტო

დემნა გვასალიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა.
Sputnik
ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში ისტორიული ჩვენება მოაწყო. „ბალენსიაგას“ 2022 წლის ზამთრის კოლექცია საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა.
„დემნა დეილი“ ახალ ფოტოს ავრცელებს, რომელსაც თან ქართველი დიზაინერის სიტყვები ერთვის.
„ვერ გავუშვებდი შესაძლებლობას ხელიდან, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაგვის ჩანთა არ გამეკეთებინა, რადგან ვის არ უყვარს მოდური სკანდალი?“ – განაცხადა დემნამ.