ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აღდგა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამასთან, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი