ყვითელი ამბები

„მეგობრებო, არ მინდა დაგკარგოთ...“ – სოფო შევარდნაძე განცხადებას ავრცელებს

სოფო შევარდნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
Sputnik
საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამს“ ემშვიდობება და „ტელეგრამზე“ გადადის. „მეგობრებო, არ მინდა დაგკარგოთ. მეც მაქვს უკვე ახალი არხი (ტელეგრამზე)“, – დაწერა სოფომ „ინსტაგრამ სთორიში“.
გასული წლის მარტში სოფო 42 წლის ასაკში პირველად გახდა დედა. მას ვაჟი შეეძინა. ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება ამ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.