რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში სამშაბათამდე „პაუზაა“ აღებული

პაუზა აღებულია დამატებითი მუშაობისთვის სამუშაო ქვეჯგუფებში და ცალკეული განმარტებების დაზუსტების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებში სამშაბათამდე ტექნიკური პაუზა იქნა აღებული, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, უკრაინის დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ორშაბათს გაიმართა.

„მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზაა აღებული. სამუშაო ქვეჯგუფებში დამატებითი მუშაობისთვის და ინდივიდუალური განმარტებების დაზუსტებისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება", – დაწერა პოდოლიაკმა Telegram-არხზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.