ყვითელი ამბები

ნოდარ მელაძის ტყუპი გოგონები ძალიან გაიზარდნენ და უსაყვარლესები არიან – ფოტოები

ჟურნალისტ ნოდარ მელაძისა და „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლის თეა ცეცხლაძის ულამაზეს შვილებს ზაფხულში სამი წელი შეუსრულდებათ.
Sputnik
ტელეჟურნალისტი ნოდარ მელაძე თავისი უსაყვარლესი ტყუპი გოგონების ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მას გოგონები კალთაში ჰყავს ჩასმული და ეხუტება. ფოტოს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
2019 წლის 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის რეორგანიზებას ეხებოდა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ სულ მალე მამა გახდებოდა. 26 აგვისტოს კი ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა.
ტყუპებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
დედა, რომელმაც ჟურნალისტს ტყუპები გაუჩინა, მაშინდელი „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრი თეა ცეცხლაძეა, რომელიც ამჟამად ნოდართან ერთად ტელეკომპანია „TV პირველში“ მუშაობს.