თბილისი, 14 მარტი – Sputnik. გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი–საჩხერის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეზღუდვა ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო დაწესდა.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი