საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა თავისუფალია

ქვეყანაში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
უწყების ინფორმაციით, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება.
საავტომობილო გზებზე შეზღუდვების შესახებ იხილეთ ბმულზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი