კრემლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის თარიღი დაასახელეს

მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გომელსა და ბრესტში უკვე გაიმართა
Sputnik
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს, ისინი ორშაბათს არის დაგეგმილი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე სააგენტო Reuters-მა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სწორედ ახლა მიმდინარეობს.
„არა. მოლაპარაკებები დაგეგმილია ხვალისთვის", - განაცხადა პესკოვმა РИА Новости-ს კითხვაზე საპასუხოდ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს.
ბელარუსში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებების უკვე სამი რაუნდი გაიმართა. მეორე რაუნდის დროს მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების საკითხებზე. მოგვიანებით ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის უწყვეტ რეჟიმში ვიდეოფორმატში მიმდინარეობს და შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები.