საზარელი ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია სამი პოლიციელი: ვიდეო

Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ტელეკომპანია „მეგა TV“ ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტომობილების გადამზიდი სატვირთო და საპატრულო პოლიციის მანქანეა შეეჯახა.
სავარაუდოდ, სამივე გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „მეგა TV“