თბილისი, 11 მარტი – Sputnik. თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი (TSC Student Orchestra) 11 მარტს უკრაინელი ხალხის სოლიდარობისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.
პროგრამაში შესულია ფრანგი კომპოზიტორის ჟორჟ ბიზეს ნაწარმოებები „არლელი ქალი“, სიუიტა №1 და სიუიტა №2.
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრს კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.