თბილისის გარეუბნებში გზები თოვლისგან იწმინდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უამინდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. დედაქალაქში მოსული თოვლის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის გარეუბნებში გზების გაწმენდის სამუშაოები დილის 5 საათზე დაიწყო.
უწყების ცნობით, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში დაახლოებით 365 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი.

„გზის გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გზების გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უამინდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
წყარო: თბილისის მერია