ყვითელი ამბები

„მე შეპყრობილი ვარ“: პრინცი ჰარის ჩვევა, რომელიც მეგან მარკლს აღიზიანებს

სასექსის ჰერცოგი თავს ვერ შველის.
Sputnik
პრინცმა ჰარიმ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ჩვევა, რომელიც თავიდან ხშირად აბნევდა მეგან მარკლს. საუბარია შუქის გამორთვაზე.
ყვითელი ამბები
პრინცი ჰარი მეგან მარკლის და ბავშვების მიტოვებას აპირებს?
„ის შუქის ჩაქრობის მომხრეა, – განაცხადა ჰარიმ პრინც ჩარლზზე. – ახლა მეც ამით ვარ შეპყრობილი. ეს სიგიჟეა, რადგან ჩემი ცოლი სულ ამბობს: „რატომ უნდა ჩავაქროთ შუქი? ხომ იცი, რომ სიბნელეა“.
სასექსის ჰერცოგმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ერთი სინათლის წყაროს ნაცვლად ექვსი მუშაობს.
გარდა ამისა, პრინცმა უილიამმაც მიიღო ეს ჩვევა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, მთელ ოჯახს აქვს ეს თვისება, იუწყება Express-ი.