ვითარება გზებზე: ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები უამინდობის გამო იყო დაწესებული.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ფარავანის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე.
ქარბუქის საშიშროების გამო ამავე მონაკვეთზე ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.