ყვითელი ამბები

ევა ბარბაქაძეს სახლი ყვავილებით აუვსეს – შორენა ბეგაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე რადიკალურად შეიცვალა და გულწრფელ გაოცებას იწვევს.
Sputnik
საქართველოში ამ ცნობილ და სკანდალურ დედა-შვილს ყველა იცნობს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმა კი შორენა ბეგაშვილის ცხოვრების თითოეული დეტალი კარგად იცის სოციალური ქსელისა თუ ტელეეკრანების მეშვეობით. მსახიობის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. ასევე უდიდეს ყურადღებას იპყრობს მისი ქალიშვილი.
ბოლო პერიოდში ევა, შორენას მსგავსად, აქტიურად ჩაება სამოდელო სფეროში. ის არაერთი წარმატებული ბრენდის სახეა და, როგორც შორენა ამბობს, უკვე მასზე მეტი შემოთავაზებები აქვს კომპანიებისგან.
ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილის ერთადერთი შვილია. ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი და შეუდარებელი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა. ცოტა ხნის წინ შორენამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კართან უზარმაზარი ყუთი დაუტოვეს და შემდეგ ოთახია ნაჩვენები, სადაც უამრავი თაიგული დევს.