თბილისი, 10 მარტი – Sputnik. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 2,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.
მიწისძვრა დაფიქსირდა 21:26 საათზე, დასახლებული პუნქტ ბავრადან 15 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში იყო, იუწყება სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
ეპიცენტრში მიწისძვრის მაგნიტუდამ 3-4 ბალი შეადგინა. ბავრას გარდა, მიწისქვეშა ბიძგები სომხეთის სხვა ოლქებშიც იგრძნობოდა.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა აგრეთვე 13 და 19 თებერვალს მოხდა.
წყარო - Sputnik-სომხეთი.