თბილისი, 10 მარტი – Sputnik. მოქანდაკე, მხატვარი და პედაგოგი ლევან მხეიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მხეიძის ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია დადგმული. მათ შორისაა ზაქარია ფალიაშვილის ქანდაკება (1971, ბრინჯაო, ქუთაისი); დიდების მონუმენტი „ვეფხვი და მოყმე“ (1975, ბაზალტი, ონი), ილია ჭავჭავაძის ძეგლი (საგურამო).
ლევან მხეიძე საქართველოს დამსახურებული მხატვარი იყო. ის ბოლო წლებში გერმანიაში ცხოვრობდა.
ლევან მხეიძე 1931 წელს ქუთაისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ხოლო 1963 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, 1979 წლიდან – თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.