დავით მაღრაძის პოემა „ბარაქიანი მიწა“ ესპანურ ენაზე ითარგმნა

მაღრაძის პოემის ესპანური ვერსია უკვე Amazon-ზე იყიდება.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემა „ბარაქიანი მიწა“ ესპანურ ენაზე ითარგმნა.
ახლა პოემის ესპანური ვერსიის შეძენა უკვე შესაძლებელია Amazon.com-ზე, სადაც ნაწარმოები გამომცემლობა Endymion-მა განათავსა. ქართველი ავტორის ნაწარმოების ანოტაცია დაწერა ფრანგმა პოეტმა ვერონიკა ბერგენმა (Veronique Bergen).

„დათო მაღრაძე, აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში ატარებს. პოეტი მიმართავს როგორც ჩვენს გრძნობებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას“, – ნათქვამია ანოტაციაში.

დავით მაღრაძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის – „თავისუფლების“ ტექსტის ავტორია.
დავით მაღრაძე – პოეტი და მწერალი, წარსულში ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს კულტურის მინისტრი. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი.
წყარო - Amazon.com