სისხლიანი გარჩევა თბილისში: რა მოხდა ნიკოლაძის ქუჩაზე

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მეორეს კი ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ დროისათვის დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ტაქსიში მსხდომ ადამიანებს შორის მოხდა.
თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და არის თუ არა დაჭრილებს შორის ტაქსის მძღოლი, ამ დროისათვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: „მთავარი არხი“