თბილისი, 8 მარტი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვის შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.
საუბარია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე და ნახშირბადებზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი ორივე პარტიამ დაუჭირა.
ამავე დროს ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ქვეყანაში ბენზინის ფასების ზრდა გაგრძელდება.
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს ესმის, რომ ევროპელი მოკავშირეები ვერ შეუერთდებიან ამ აკრძალვას.
„ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ჩვენი მოკავშირე ვერ შემოგვიერთდება... ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ეს ნაბიჯი, როდესაც ბევრს არ შეუძლია“, – განაცხადა ბაიდენმა ვიდეომიმართვაში.
წყარო - РИА Новости.