რაიზასის ტესტი: თავდაჯერებულობის ფსიქოდიაგნოსტიკა, ანუ პაიკი ხართ თუ მეფე?

Sputnik
სპენსერ რაიზასის ტესტი – ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდიკაა და ადამიანის თავდაჯერებულობის დონეს განსაზღვრავს.
ის გათვლილია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, განურჩევლად განათლებისა, პროფესიული თუ სოციალური ნიშნებისა.
ტესტი გთავაზობთ 30 მტკიცებულებას და ასევე პასუხის 5 ვერსიას. ყოველ მტკიცებულებას შეურჩიეთ ის ვერსია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მდგომარეობას.
სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:
პასუხიების ვერსიები და შესაბამისი ქულები ასეთია:
ძალიან დამახასიათებელია ჩემთვის, აღწერილობა მეტად ზუსტია - 5 ქულა;
საკმაოდ დამახასიათებელია ჩემთვის — უფრო კი, ვიდრე არა - 4 ქულა;
ნაწილობრივ დამახასიათებელია, ნაწილობრივ — არა - 3 ქულა;
საკმაოდ არადამახასიათებელი ჩემთვის — უფრო არა, ვიდრე კი - 2 ქულა;
საერთოდ არ არის დამახასიათებელი ჩემთვის, აღწერილობა არ არის ზუსტი - 1 ქულა.

ტესტის შეკითხვები

1.
ადამიანების უმეტესობა, როგორც ვატყობ, უფრო აგრესიული და თავდაჯერებულია, ვიდრე მე;
2.
მორცხვობის გამო ვერ ვბედავ პაემნის დანიშვნას ან მიღებას;
3.
როცა კაფეში ან რესტორანში მოტანილი კერძი არ მომწონს, ოფიციანტს შევჩივი;
4.
თავს ვარიდებ სხვა ადამიანების გულისტკენას მაშინაც კი, როცა შეურაცხყოფას მაყენებენ;
5.
თუ გამყიდველმა დიდი ძალისხმევა დახარჯა იმ საქონლის ჩვენებაზე, რომელიც მაინცდამაინც საჩემო არ არის, მიჭირს ყიდვაზე უარის თქმა;
6.
როცა რამის გაკეთებას მთხოვენ, აუცილებლად ვიკვლევ, რატომ უნდა გავაკეთო;
7.
ვარჩევ გამოვიყენო ძლიერი არგუმენტები და მტკიცებულებები;
8.
როგორც ადამიანების უმრავლესობა, მეც ვცდილობ ვიყო პირველებს შორის;
9.
მართალი გითხრათ, ადამიანები ხშირად მიყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის;
10.
მსიამოვნებს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა;
11.
ხშირად ვერ ვხვდები, რა ჯობს ვუთხრა მომხიბლავ ქალს/მამაკაცს;
12.
რაღაცნაირად ვყოყმანობ, როცა რომელიმე დაწესებულებაში დარეკვაა საჭირო;
13.
პირისპირ გასაუბრების გავლას მირჩევნია წერილობითი ფორმით ვცადო სამსახურში (სასწავლებელში) მოწყობა;
14.
მერიდება შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება;
15.
როცა ახლობელი და პატივსაცემი ნათესავი რაღაცით მაღიზიანებს, ვცდილობ გაღიზიანება არ შევიტყო;
16.
თავს ვარიდებ შეკითხვების დასმას იმის შიშით, რომ სულელურად არ გამოვიყურებოდე;
17.
კამათისას ხანდახან მეშინია, რომ ავღელდები და ავკანკალდები;
18.
თუ ცნობილი და ყოვლად პატივსაცემი ლექტორი იმგვარ მოსაზრებას გამოთქვამს, რომელსაც მე არ ვეთანხმები, ვაიძულებ აუდიტორიას, ჩემი თვალსაზრისიც მოისმინოს;
19.
თავს ვარიდებ ფასზე კამათსა და ვაჭრობას;
20.
როცა რაიმე მნიშვნელოვანსა და ღირებულს ვაკეთებ, ვცდილობ, რომ ამის შესახებ სხვებმაც შეიტყონ;
21.
ვარ გულღია და გულწრფელი გრძნობების გამოხატვისას;
22.
როცა ვინმე ჩემზე ჭორაობს, ვცდილობ დაველაპარაკო მას ჭორის თაობაზე;
23.
ხშირად მიჭირს „არას“ თქმა;
24.
ემოციების გამოვლენასა და სცენების მოწყობას თავის შეკავებას ვამჯობინებ;
25.
ვწუწუნებ ცუდ მომსახურებასა და უწესრიგობაზე;
26.
როდესაც კომპლიმენტს მეუბნებიან, არ ვიცი რა ვუპასუხო;
27.
თუ ვინმე თეტრში ან ლექციებზე ხმამაღალი საუბრით ხელს მიშლის, შენიშვნას ვაძლევ;
28.
თუ ვინმე შეეცდება ჩემ წინ გაძვრეს რიგში, წინააღმდეგობას გადააწყდება;
29.
ყოველთვის გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებას;
30.
ხანდახან საერთოდ არაფერი მაქვს სათქმელი.

ტესტის გასაღები:

დაითვალეთ და შეაჯამეთ ქულები შეკითხვებზე ნომრით: 3, 6, 7, 8, 10, 18, 20, 21, 22, 25, 27, 28, 29;
შემდეგ დაითვალეთ და შეაჯამეთ ქულები შეკითხვებზე ნომრით: 1, 2, 4, 5, 9, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, 23, 24, 26, 30;
პირველ ჯამს მიუმატეთ 72 და გამოაკელით მეორე ჯამი;
მოძებნეთ პასუხი მიღებული რიცხვის მიხედვით.

პასუხები:

0 — 24 ქულა: ძალიან გაუბედავი ხართ;
25 — 48 ქულა: უფრო გაუბედავი ხართ, ვიდრე თავდაჯერებული;
49 — 72 ქულა: საშუალოდ თავდაჯერებული ბრძანდებით;
73 — 96 ქულა: თავდაჯერებული ხართ;
97 — 120 ქულა: ძალიან თავდაჯერებული ხართ.