ყვითელი ამბები

ქეთი ჟღენტმა მესამე შვილის სახე გამოაჩინა – ნახეთ ვის ჰგავს პატარა ლიანა ქებურია

მილიონერ თოშა ქებურიას ცოლმა 23 წლის ასაკში მესამე შვილი გააჩინა.
Sputnik
მოდელმა ქეთი ჟღენტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მესამე შვილის დედა გახდა, მესამე ქალიშვილის, პატარა ლიანას ფოტო გამოაქვეყნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოდელმა ახალშობილის სახე გამოაჩინა.
ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია საქართველოში ცნობილი წყვილია. მათ 2017 წელს ნიშნობის შემდეგ ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. დღემდე ლაპარაკობენ მათ სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტზე – ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს, და ტორ­ტის დამზადებაზე 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.
ქეთის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თოშას მეუღლე ძალიან უყვარს და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თავიანთი ოჯახური იდილიის სურათებს თოშა და ქეთი ხშირად უზიარებენ საზოგადოებას. წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს: კატერინა, ბუბა და ლიანა.