თბილისი, 8 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოვის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.