თბილისი, 8 მარტი – Sputnik. გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
აქამდე თბილისის ისტორიის მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმთან იყო გაერთიანებული.
ცვლილების თანახმად, მუზეუმთა ჯგუფს ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც დაევალა მოცემულ პოზიციაზე დანიშვნიდან ოთხი თვის ვადაში სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და კულტურის მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა.
სამინისტროს ინფორმაციით, შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეები, რომლებიც ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყვნენ ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და თბილისის ისტორიის მუზეუმში, მუშაობას გააგრძელებენ იმავე თანამდებობებზე.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულზე, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:
1.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;2.
სპორტის მუზეუმი;3.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;4.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს.ამას გარდა, მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
წყარო: კულტურის სამინისტრო