მსოფლიო დღეს

იაპონიამ მოსკოვს საპროტესტი ნოტა გაუგზავნა

Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. იაპონიის მთავრობამ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვმა ის არამეგობრული ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალში შეიყვანა, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ პრესკონფერენციაზე.

„რუსეთის მიერ [იაპონიის] არამეგობრულ ქვეყანათა სიაში შეყვანა სინანულს იწვევს. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ პროტესტი დიპლომატიური არხებით“, — აღნიშნა მინისტრთა კაბინეტის გენმდივანმა.

მანამდე, 7 მარტს რუსეთის მთავრობამ იმ სახელმწიფოებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებმაც „რუსეთის, მისი კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ არამეგობრული ქმედებები ჩაიდინეს“. სიაში 48 ქვეყანა შევიდა. არამეგობრულ ქმედებებში ანტირუსული სანქციების დაწესება მოიაზრება.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, ჩამონათვალში შესული ქვეყნების კრედიტორებს „ვალდებულებების შესრულების დროებითი წესი“ უწესდებათ.
დოკუმენტის თანახმად, იკრძალება რეზიდენტებზე სასესხო ხელშეკრულებებით უცხოურ ვალუტაში სახსრების გადაცემა. ამასთან, აღინიშნა, რომ საჯარო სააქციო საზოგადოებებს მათ მიერ განთავსებული აქციების შეძენა 2022 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ. ამასთან, ისინი ვერ შეძლებენ განთავსებული ფასიანი ქაღალდების შეძენას „მათი ჯამური რაოდენობის შემცირების მიზნით“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.