ყვითელი ამბები

„ბოლო ჩაწერა მაქვს...“ – ია ფარულავა „რუსთავი 2“-ს ტოვებს? – ვიდეო

მსახიობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე რამდენიმე წელია საკუთარი გადაცემა მიჰყავს.
Sputnik
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, რომელიც სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით „ინსტაგრამზე“ ძალიან აქტიურია, „სთორიზე“ ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ტელეწამყვანი სტუდიაში ბოლო გადაცემას წერს.
„ბოლო ჩაწერა მაქვს ამ შენობაში“, – ამბობს ფარულავა. უცნობია ტელეკომპანიას ტოვებს, თუ უბრალოდ გადაცემის სტუდიას იცვლის. ეს კითხვა მსახიობმა ინტრიგად დატოვა.
ყვითელი ამბები
„ჩემამდე ძუძუები გამოაჩინა ოთხმა მსახიობმა“ – ია ფარულავას სკანდალური განცხადება – ვიდეო
„ფარული კონვერტი" ია ფარულავასთან ერთად – ეს არის ტოკშოუ, სადაც გულახდილობაში ფულს იხდიან. მოგებული თანხის რაოდენობა სტუმრის გულწრფელობასა და საკუთარი ბიოგრაფიის კარგად გახსენებაზეა დამოკიდებული.
თითოეული კითხვა 300 ლარი ღირს. გადაცემის ბოლოს კი სტუდიაში ფარული კონვერტი შემოაქვთ. მასში 5.000 ლარად შეფასებული მთავარი საიდუმლო ინახება. არჩევანი სტუმარზეა – გახსნას კონვერტი და საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ცხოვრების ყველაზე დაფარული და სკანდალური ამბავი, თუ საიდუმლოდ დატოვოს და კონვერტი დაწვას.