Youtube-ზე იძებნება ვიდეო, სადაც უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია „ექსტრასენსთა ბრძოლებში“ მონაწილეობს.
როგორც ირკვევა, შოუს მონაწილე ერთ-ერთ ნათელმხილველს სკამზე მსხდომი მამაკაცებიდან, რომელთა შორის ერთ-ერთი დავით არახამია იყო, უნდა ამოეცნო, რომელი იყო მათგან მილიონერი.
ეს მილიონერი დავით არახამია აღმოჩნდა, რომელიც გადაცემაში დევიდ ბრაუნად წარადგინეს.