COVID-19 - ბოლო ცნობები

ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.783-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.629.065-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik.საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.783 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 1.171 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 418, კახეთი – 228, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 218, შიდა ქართლი – 182, გურია – 167, ქვემო ქართლი – 105, აჭარა – 97, მცხეთა-მთიანეთი – 78, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 65, სამცხე-ჯავახეთი – 54.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.450 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.568.064-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 32 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.430-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 44.545 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.209 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 898, იმერეთში – 444, აჭარაში – 167. მძიმეა 607 პაციენტის მდგომარეობა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 8 მარტი
42.336 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.783-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.629.065-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.