ყვითელი ამბები

გაიცანით ბორის ჯონსონის 24 წლის გოგონა, რომელიც მიმტანად მუშაობს – ფოტოები

Sputnik
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა ყვითელ პრესაში განხილვის საგანი. ჯონსონს მესამე ცოლი და ჯამში 7 შვილი ჰყავს.
მას გასული წლის ბოლოს ქალიშვილი შეეძინა. ორი უმცროსი შვილი მას მესამე მეუღლისგან ჰყავს. ერთი ქალიშვილი ქორწინების გარეშე შეეძინა. ოთხი შვილი კი მეორე ცოლთან, იურისტ მარინა უილერთან ეყოლა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ მისი 24 წლის ქალიშვილი კასია ჯონსონი ოფიციანტად მუშაობს. გავრცელდა მისი ინტერვიუც, რომელიც გოგონამ „დეილი მეილს“ მისცა.

„როდესაც იგებენ, რომ მამაჩემი პრემიერ-მინისტრია, ისე მიყურებენ, თითქოს არანორმალური ვიყო. მას შემდეგ, რაც მამაჩემი სარესტორნო ბიზნესის შევიწროებაში დაადანაშაულეს, მეც დამნაშავესავით დამიწყეს ყურება, თითქოს მეც ბრალი მედება რამეში“, – აცხადებს კასია.