შემთხვევა ბათუმში: ახალ ბულვარში საფეხმავლო გზა ჩაინგრა

Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ბათუმის ახალ ბულვარში საფეხმავლო გზის ნაწილი ჩაინგრა, რის გამოც მუნიციპალური კომპანია „ბათუმის წყლის“ კუთვნილი სატვირთო, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სანაპირო ზოლზე გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი შტორმის შედეგად ზამთარში დაზიანდა და მისი აღდგენითი სამუშაოები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.