ბადრი ჯაფარიძემ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტა მოხსნას თავისი კანდიდატურა რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე.
თებერვლის ბოლოს ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენების გამო განუსაზღვრელი ვადით აჩერებს საარჩევნო კამპანიას, ხოლო ხელისუფლებას არჩევნების თარიღის გადაწევისკენ მოუწოდა.

„საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის აბსოლუტურად უადგილო დროა, და ეს გადაწყვეტილება მივიღე იმ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ, რომლებმაც მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს. ყველა მათგანს შევხვდი. მათ თქვეს, რომ ახლა კამპანიის წარმოება უბრალოდ უზნეობა და უპასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მას გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა და ამომრჩევლის განწყობით ხელმძღვანელობდა.
რუსთავი–გარდაბნის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ჯაფარიძის გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პარლამენტმა მას 15 თებერვალს დეპუტატის უფლებამოსილება ჩამოართვა. ამის საფუძველი სასამართლო განაჩენი გახდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.