თბილისი, 8 მარტი – Sputnik. შეერთებულ შტატებში ბენზინის საცალო ფასებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა – სამშაბათიდან ერთი გალონი (3,785 ლიტრი) საწვავი 4,17 დოლარი ღირს. ამის შესახებ სააგენტო РИА Новости იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ექსპერტების აზრით, მსოფლიო ბაზრებზე საწვავი ძვირდება დასავლეთის მიერ ანტირუსული სანქციების შემოღების გამო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
წყარო - РИА Новости