ჭინჭარი – გემრიელი და უაღრესად სასარგებლო მცენარე

ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებური ბუნებრივი კონცენტრატია. ასკორბინის მჟავა მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში... მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს А ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს.
Sputnik
ჭინჭარი (Urtica) — ჭინჭრისებრთა ოჯახის ერთი ან მრავალწლიანი მცენარეა. ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით, რომლებიც შეხებისას წვრილი ბოლოთი აზიანებს კანს, გამოყოფს მომწამვლელ სითხეს, რომელიც იწვევს მწვავე ტკივილს, ქავილსა და მსუბუქ ანთებით პროცესს.

ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ჭინჭრის ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. ყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს. მას ამზადებენ მაის-ივლისში.
ჭინჭრის შემადგენლობა და კალორიულობა
ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებული ბუნებრივი კონცენტრატია.
ასკორბინის მჟავა (С ვიტამინი) მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში; კაროტინის შემადგენლობა მეტია, ვიდრე ქაცვში, სტაფილოსა და მჟაუნაში. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს А ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ჭინჭარი მდიდარია К, Е და В ვიტამინებით და მიკროელემენტებით, მათ შორისაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი და სხვა. ჭინჭრის ფოთლები ასევე შეიცავს ფლავანოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს, ქლოროფილს, გლიკოზიდებსა და სხვ.
პრასი და მისი სასარგებლო თვისებები
სწორედ აქტიური ელემენტების ამგვარი მრავალფეროვნება ხსნის იმას, რომ ჭინჭარს ორგანიზმის მომაგრებისა და სამკურნალო–პროფილაქტიკური თვისებების ფართო სპექტრი გააჩნია. ჭინჭარს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციების აღდგენა ახასიათებს და, მთლიანობაში, ორგანიზმის მუშაობის მწყობრში ჩადგომას უწყობს ხელს.

ჭინჭრის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 24,8 კკალორია.
ჭინჭრის სასარგებლო თვისებები
ჭინჭარი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას ოდითგან იყენებენ ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ:
სხვადასხვა სისხლდენისას – К ვიტამინი ჭინჭარს სისხლისდენის შემაჩერებელ მძლავრ უნარს სძენს. ის გამოიყენება როგორც გარეგანი, ისე შიდა სისხლდენების დროს (საშვილოსნოს, ფილტვების, თირკმლების და სხვა). გარეგანად ჭინჭარს ღია ჭრილობებზე, სისხლდენისას იდებენ
ჰემოროის
კენჭოვანი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებისას
შეშუპების
ყაბზობის
გულის დაავადებების
ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, ბრონქიტების
ალერგიის
კანის დაავადებების დროს, თმის გამაგრებისა და ზრდისთვის
ჭინჭრის შემადგენლობაში შედის სილიციუმისა და ორგანული მჟავები, რომლის წყალობით ჭინჭარს ორგანიზმის მოძლიერების თვისებები გააჩნია, კერძოდ:
ის ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მრავალი ბაქტერიის, ტოქსინის, რადიაციის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ,
აძლიერებს იმუნიტეტს,
უზრუნველყოფს ჟანგბადის უკმარისობისგან ორგანიზმის დაცვის მაღალ ხარისხს.
ჭინჭარი ასტიმულირებს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამიტომ ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი მავნე მოქმედებების მიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ასევე გამოიყენება როგორც წონაში დაკლების საშუალება.
საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჭინჭარს საკვებად იყენებენ, ამზადებენ მისგან მხალს და ზოგან, უფრო მთიან რეგიონებში – ხინკალსაც კი.

ჭინჭრის მიღება არარეკომენდებულია ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და თრომბოფლებიტის დროს, რადგან ეს მცენარე სისხლის შედედებას უწყობს ხელს.

ასევე ჭინჭარმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ამიტომ მისი მიღება ორსულებისთვის არ შეიძლება.