საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩეჩნეთში, 5 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრში ჩეჩნეთში (რუსეთი) დაფიქსირდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
ბიძგები ადგილობრივი დროით 10:24 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კმ სიღრმეში იყო.
ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.