პრაღის ღია პირველობაზე სოფიო სომხიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტურნირზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები ათი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პრაღაში გამართულ ევროპის ღია ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სომხიშვილმა Prague Europian Open 2022-ზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო – მან სლოვაკი სპორტსმენი ურსკა ტორკარი დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალში ხორვატ ივანა მარანიჩთან დამარცხდა, რომელიც შემდეგ ტურნირის ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა.
უკვე რეპეშაჟში ქართველმა სპორტსმენმა იპონით დაამარცხა იტალიელი ასია ტავანო და გერმანელი ელიზაბეტ ფლუგბეილი, რამაც მას მესამე ადგილი მოუტანა.
ძიუდო: ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ტურნირზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებში სომხიშვილის გარდა იყვნენ: ნატალია ყიფშიძე (48 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ნინო ლოლაძე, მზია ბებოშვილი (ორთავე -57კგ), ეთერ ასკილაშვილი, ინდირა სილაგაძე (ორთავე - 63 კგ), ნინო გულბანი (70 კგ), მარიამ ჭანტურია (78 კგ) და სალომე მაყიშვილი (+78 კგ). ყველა მათგანმა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.