ყვითელი ამბები

ნახეთ ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც დემნა გვასალიამ ჩვენებაზე მიიწვია – ფოტოები

დემნა გვასალიამ ქართველი ბიჭი გაიცნო და ის ჩვენებაზე მიიპატიჟა.
Sputnik
„ბალენსიაგას“ კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო საზოგადოება. ახალი კოლექციის ჩვენების შემდეგ კულისებში საინტერესო შეხვედრა მოხდა.
„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტო- და ვიდეომასალაში უცნობი ახალგაზრდა დემნა გვასალიას ქართული გვერდის demnagram-ის ავტორი საბა ბახია აღმოჩნდა. ის თავად დიზაინერმა მიიწვია საკუთარ ჩვენებაზე, მას გადაეხვია და აქტიურობისთვის მადლობა ქართულად გადაუხადა.
როგორც საბამ აღნიშნა, ეს მისი ოცნების ახდენაა და არარეალური რამ მოხდა. „როდესაც გადავწყვიტე DEMNAGRAM ანგარიშის შექმნა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ვიქნებოდი აქ და მექნებოდა ამდენი წარმოუდგენელი ადამიანის გაცნობის შანსი. დემნამ და მისმა BALENCIAGA ERA-მ სამუდამოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა მოდის ინდუსტრიის შესახებ. არ არსებობს სიტყვები იმის აღსაწერად, თუ რამდენად მადლობელი ვარ დემნასი და მთელი Balenciaga-ის გუნდის. ეს არის დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. აღფრთოვანებული ვარ თბილი დახვედრით და საოცარი სტუმართმოყვარეობით. შენ მომეცი ბევრი მიზეზი, რომ შენი მადლობელი ვიყო. ვერასოდეს ვერ გადაგიხდი საკმარის მადლობას. მაგრამ ეს დასაწყისია“, – დაწერა საბამ „ინსტაგრამზე“.