თბილისი, 7 მარტი – Sputnik. 7 მარტს გამართული ვაჭრობის დროს ალუმინის ფასმა რეკორდს მიაღწია და ისტორიაში პირველად გადააჭარბა 4 ათას დოლარს ტონაზე. ამის გამო Rusal-ის კოტირებები ჰონკონგში მესამედზე მეტით გაიზარდა, ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს სააგენტო РИА Новости.
ალუმინის ღირებულება ორშაბათს ვაჭრობისას გაიზარდა 4.073,5 დოლარამდე, რაც ახალი რეკორდი იყო, მოჰყავს სააგენტო France-Presse-ს (AFP) ლონდონის ლითონის ბირჟის (LME) კოტირებები.
აღნიშნულია, რომ ასეთი ზრდის პირობებში რუსული ალუმინის გიგანტ Rusal-ის აქციები ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე 34,1%-ით გაიზარდა და 4,8 ჰონკონგის დოლარამდე შეადგინა.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მთლიანობაში 7 მარტს ნედლეულის ფასები მნიშვნელოვნად იზრდება რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ირგვლივ შექმნილი რისკების გამო.
ინვესტორები მიწოდების შეფერხებებს ელოდებიან. ამასთან, ევროპის ბირჟაზე გაზი ისტორიულ რეკორდამდე გაძვირდა, ასევე მკვეთრად აიწია და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ნავთობის ფასებმა.
წყარო - РИА Новости.