თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თბილისში 11 მარტს „განათლების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება.
„განათლების საერთაშორისო გამოფენაზე“ წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო უნივერსიტეტები, კოლეჯები და საგანმანათლებლო ორგანიზაციები 25-ზე მეტი ქვეყნიდან.
ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" 16:00 საათზე გაიხსნება, დამსწრეები გაეცნობიან სასწავლო პროგრამების ფართო სპექტრს, ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ პირადი კონსულტაცია მათთვის სასურველი ქვეყნის და უნივერსიტეტის წარმომადგენელთან.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეარჩიონ კონკრეტულად მათთვის სასურველი საბაკალავრო, სამაგისტრო ან MBA პროგრამა, გაიგონ ყველაფერი 2022/2023 წლის სტიპენდიებსა და მიღების წესებზე.
მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია სხვადასხვა ენების პროგრამებზე საქართველოში და საზღვარგარეთ, მოსამზადებელ კურსებზე TOEFL, IELTS და GMAT-ისთვის.
„განათლების საერთაშორისო გამოფენაში“ მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უფასოა.