თბილისი, 6 მარტი – Sputnik. უცნობმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში იოსებ სტალინის ძეგლს თავი მოკვეთეს, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.
ინციდენტი მოხდა 5 მარტის ღამეს, იოსებ სტალინის გარდაცვალების დღეს. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აზიანებს ჩაქუჩით ძეგლს ორი ნიღბიანი და შავ სათვალიანი ახლაგაზრდა.
მანამდე აქტივისტებმა ამავე ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს.
ვარიანის მცხოვრებლებმა „ხალხთა ბელადის“ ძეგლი კერძო ტერიტორიაზე თებერვლის შუა რიცხვებში დადგეს. ისინი ძეგლის გარშემო სკვერის მოწყობას გეგმავდნენ.
დღეს საქართველოში, ისე როგორც მთელს მსოფლიოში იოსებ სტალინის მოღვაწეობას არაცალსახად აფასებენ. ზოგს მიაჩნია, რომ ის იყო გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ზოგი მას სასტიკ სისხლიან ტირანს უწოდებს.