თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსეთის მიერ სპეცოპერაციის დაწყებიდან რუმინეთის საზღვარი 227 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო შემდეგ თითქმის 156 ათასმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, იუწყება РИА Новости რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუმინეთის საზღვარი 32 ათასამდე უკრაინის მოქალაქემ გადაკვეთა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.