პუტინმა უკრაინაში სპეცოპერაციის შეჩერების პირობები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიიფ ერდოღანს ესაუბრა
Sputnik
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსეთი შეაჩერებს სპეცოპერაციას უკრაინაში, როდესაც უკრაინული მხარე შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიიფ ერდოღანთან საუბარში განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და შეასრულებს რუსეთის ცნობილ მოთხოვნებს“, - მოჰყავს РИА Новости-ს კრემლის პრესსამსახურის განცხადება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო - РИА Новости