IEA-ს 10 იდეა, რომლებიც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად

Sputnik
ვადიმ პავლოვი
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA), რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფონზე, შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირების გეგმა.
IEA თავის გეგმაში გვთავაზობს 10 პუნქტს (ან ნაბიჯს), რომელთა განხორციელება, მათი გათვლებით, საშუალებას მისცემს ევროპას, შეამციროს გაზის შესყიდვა რუსეთიდან წლის განმავლობაში 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით. ხოლო ყველა შეთავაზებული ღონისძიების სრული განხორციელების შედეგად — 80 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ ნახევრით.
შესაძლებელია თუ არა ამ ამბიციური გეგმის რეალობად ქცევა, თუ ეს უბრალოდ უაზრო ლაპარაკი და პოპულიზმია IEA–სგან, ამაზე რუსეთის ენერგეტიკის ეროვნული ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ფროლოვი საუბრობს.

IEA აშკარა სისულელის მიჯნაზე

„მსოფლიო ენერგეტიკულ კრიზისშია“, - ამბობს ალექსანდრ ფროლოვი. — „რა არის ენერგეტიკული კრიზისი? ეს ასევე არის მიწოდების ნაკლებობა მზარდი მოთხოვნის ფონზე - ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს არის გაზმომარაგების ნაკლებობა. ენერგეტიკულმა კრიზისმა ასევე იმოქმედა ქვანახშირის, ელექტროენერგიისა და, ნაკლებად, ნავთობპროდუქტების ბაზრებზე“.
ექსპერტის თქმით, გასული წლის მაისიდან IEA-მ დაიწყო „ამ ენერგეტიკული კრიზისის მიზეზებისა და შედეგების არაადეკვატური შეფასებების დემონსტრირება“. ამის აპოგეა, მისი თქმით, ის იყო, რომ 2021 წლის სექტემბერში, IEA-მ გამოაქვეყნა შენიშვნა კრიზისის შესახებ, რომელშიც რუსეთი დასახელდა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმისა, რაც ხდებოდა.
„ანუ, IEA-ს აზრით, რუსეთი იყო ევროპაში გაზის დეფიციტისა და, შესაბამისად, ევროპაში ენერგიის მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი. ამ შეფასების არაადეკვატურობა მარტივი ფაქტიდან გამომდინარეობს: იმ დროს ევროპაში ფასები უფრო დაბალი იყო, ვიდრე აზიაში, ხოლო ენერგორესურსების ფასების ზრდა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნებოდა. როგორ შეძლო რუსეთის ფედერაციამ ისეთი გავლენის მოხდენაევროპაზე, რომ ზოგადად ყველას ავნო? მე ეს არ მესმის“, — ამბობს ფროლოვი.
მიუხედავად ამისა, IEA, დაწყებული გასული წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის დანაშაულის თემას მიმდინარე მოვლენებში, აღნიშნავს ექსპერტი.
„თუ IEA-ს მიერ ახლა წარმოდგენილი თეზისებით ვიმსჯელებთ — ამას გეგმა არ შეიძლება ეწოდოს, ეს არის თეზისები, რომლებიც აშკარა სისულელეს ესაზღვრება — მათი ანალიზის ხარისხი 2021 წლის შუა რიცხვებიდან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. მოდით პირდაპირ გადავიდეთ მათ მიერ წარმოდგენილი პუნქტების ანალიზზე“, — განაგრძობს ალექსანდრ ფროლოვი.

პუნქტი 1 - უარი „გაზპრომთან“ ახალ კონტრაქტებზე

— IEA-ს მონაცემებით, კონტრაქტები გაზის მიწოდებაზე, რომლებიც წელიწადში 15 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს მოიცავს, წელს იწურება. მთლიანობაში „გაზპრომთან“ კონტრაქტებს, რომელიც დაახლოებით 40 მილიარდ კუბურ მეტრს მოიცავს წელიწადში, ვადა ამ ათწლეულში ეწურება. IEA მოითხოვს, არ დაიდოს ახალი კონტრაქტები, რაც, მათი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რომ სხვა მომწოდებლებთან მოილაპარაკოს.
- აქ მოტივაცია ასეთია: ამ გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს ევროპაში გაზის მიწოდების უფრო დიდი დივერსიფიკაცია როგორც წელს, ისე მომავალში. მაშინვე ჩნდება ლოგიკური კითხვა: კონკრეტულად საიდან მიიღებენ ევროპული კომპანიები გაზს რუსეთთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების გარეშე?
მეორე კითხვა, რომელიც აქვე ჩნდება: ის ფაქტი, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი რუსეთთან არ გაფორმდება, არსებულ კონტრაქტებს ვერ გააუქმებს. მაგალითად, 2022 წელს მთავრდება გაზპრომის კონტრაქტი პოლონურ კომპანია PGNiG-თან. და, რბილად რომ ვთქვათ, ეს ხელშეკრულება ხელს არ უშლის პოლონურ მხარეს, მოძებნოს გაზის სხვა წყაროები. ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ, სრულად ჩაანაცვლონ რუსეთიდან მიწოდებები.
დასკვნის შესაჯამებლად, უნდა დაისვას კითხვა: რეალურად რა გავლენას მოახდენდა ეს პუნქტი განხორციელების შემთხვევაში? არანაირს! ის ფაქტი, რომ რუსეთთან ახალი კონტრაქტები არ დაიდება, მხოლოდ გაზრდის რისკებს მყიდველებისთვის, რადგან მათ არ ექნებათ გაზის მიწოდების გარანტიები და ამასთან გართულდება ხარჯების პროგნოზირება.
პლუს ამას, სხვა საკითხებთან ერთად, ეს ქმედებები არ გააუქმებს ბირჟის მეშვეობით გაზის მიწოდების შესაძლებლობას. გაიხსენეთ, რა ფასებია ახლა მასზე (4 მარტს გაზის საბირჟო ფასმა ევროპაში ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა - 2515 დოლარი ათას კუბურ მეტრზე). ხოლო თუ რუსეთი ესოდენ მსხვილი მიმწოდებელია, მაშინ, ალბათ, მიაწოდებს რა გაზს არა გრძელვადიანი კონტრაქტებით, არამედ ბირჟის მეშვეობით, ის შეძლებს, პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს საბირჟო კოტირებებზე.
უფიქრიათ ამაზე ბატონებს IEA-დან? ალბათ, უფიქრიათ. ამიტომაც ვხედავთ მეორე პუნქტს.

პუნქტი 2 - ალტერნატიული წყაროების ძიება

- IEA გვთავაზობს რუსული გაზის შეცვლას ალტერნატიული წყაროებიდან მიწოდებით - მათი გათვლებით, მომავალ წელს ევროკავშირი შეძლებს 30 მილიარდ კუბომეტრის მოზიდვას „არარუსული წყაროებიდან".
- ეს პუნქტი ძალიან უცნაურად გამოიყურება. იმ გაგებით, რომ ის, ფაქტობრივად, იმეორებს წინას. შესაძლოა, მათ უბრალოდ ძალიან სურდათ, რომ პუნქტების რაოდენობა ლამაზ 10 რიცხვამდე მიეყვანათ და ამიტომაც გაორმაგეს პირველი პუნქტი.
თუ ევროკავშირის ქვეყნები არ გააფორმებენ რუსეთთან გაზის მიწოდების ახალ ხელშეკრულებებს, მაშინ ჩნდება კითხვა: „საიდან მოვა გაზი?“. IEA-ს პასუხი აშკარაა: „მიიღეთ სხვა წყაროებიდან“.
პრინციპში, IEA აქ წააგავს ბუს ცნობილი ანეკდოტიდან, რომელიც თაგვებს ურჩევდა, ზღარბები გამხდარიყვნენ, რათა კატებს არ შეეჭამათ. და როდესაც თაგვებმა ჰკითხეს, როგორ უნდა ქცეულიყვნენ ზღარბებად, ბუმ უპასუხა: მე სტრატეგი ვარ და არა ტაქტიკოსიო.
ბატონები IEA-დან, როგორც ჩანს, ასევე სტრატეგები არიან. კარგი იქნებოდა მათ ეგრეთ წოდებულ „გეგმაში“ გვენახა ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ალტერნატიული წყაროებიდან შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მიღება.
დავუშვათ, რომ ამ პუნქტს აქვს აზრი. კითხვა: რა უშლის ხელს ევროკავშირს ამ კონკრეტულ მომენტში მიიღოს დამატებითი მოცულობის გაზი ალტერნატიული წყაროებიდან? ჩემი აზრით - არაფერი.
კიდევ ერთი კითხვა: თუ IEA თვლის, რომ მთავარი პრობლემა არის რუსეთიდან მიწოდების ნაკლებობა, და რომ საჭიროა, როგორმე შეზღუდოს რუსეთის გავლენა ევროპის გაზის ბაზარზე, მაშინ როგორ მოქმედებს რუსეთის ფედერაცია ევროპაში განთავსებულ LNG ტერმინალებზე?
IEA „არარუსული გაზის“ მიწოდებების 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე ლაპარაკობს. როგორ გამოთვალეს, საიდან მიიღეს ეს ციფრი? IEA-მ უბრალოდ თვალდახუჭულმა დაადო თითი, თუ საიდან უნდა მიიღონ გაზი ევროპულმა კომპანიებმა. და ევროპული კომპანიებიც ეტყვიან: უი, რა კარგია, წავიდეთ და ავიღოთო. მაგრამ რატომღაც არ მიდიან და არ იღებენ. იქნებ ევროპულმა კომპანიებმა არ იციან ის, რაც IEA-მ იცის? ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ მათ რაიმე საკრალურ ცოდნას.
- IEA-ს გეგმის მიხედვით, ასეთი მოცულობების მოზიდვას ევროკავშირში გაზის წარმოების გაზრდითა და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან და ნორვეგიიდან მიწოდებებითაც გაზრდიან და ასევე არარუსული LNG-ს იმპორტის გაზრდითაც.
- ბოდიში, მაგრამ ეს სრული სისულელეა. IEA-მ ეს უბრალოდ მოიგონა, ასეთი მონაცემები არ არსებობს. აგიხსნით: ევროკავშირში შიდა წარმოება ეცემა და ამ დაცემის შეჩერება თითქმის შეუძლებელია, რადგან არსებული საბადოები ამოწურულია.
წარმოების ზრდა შესაძლებელია, მაგრამ ეს დაკავშირებული იქნება იმ ფაქტთან, რამაც უკვე გამოიწვია უკიდურესად საგანგაშო მიწისქვეშა ბიძგები ნიდერლანდების ხელისუფლებისთვის. მაგრამ არსი ამაში არ არის. ევროკავშირში წარმოება აუცილებლად დაეცემა, ევროკავშირში არ არსებობს პროექტები, რომლებიც ამ დაცემის ანაზღაურებას შეძლებენ.
საიდან მოიტანა IEA-მ ნორვეგიაზე მინიშნება? ბოლო წლებში ნორვეგია წელიწადში 120-125 მილიარდი კუბური მეტრის წარმოებაზე „გამყარდა“. მათი წარმოება არ იზრდება. როგორც უნდა გასაკვირი იყოს IEA-სთვის, საბადოები ამოუწურავი არ არის.
რაც შეეხება აზერბაიჯანს: რესპუბლიკიდან ავროპაში ერთი მილი გადის, რომლის სიმძლავრეც 10 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. აზერბაიჯანის შესაძლებლობა, გააორმაგოს ეს მიწოდებები წარმოების თვალსაზრისით, ბევრ კითხვას აჩენს. მომარაგების თვალსაზრისით კი ახალი მილსადენი უნდა აშენდეს. ვინ ააშენებს? ვინ ჩადებს ფულს? ინვესტორები, რომლებსაც სურთ ამ პროექტში ინვესტირება, ჯერჯერობით არ ჩანან. და არ შესაბამისი პროექტი არსებობს, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდის საშუალებას გააჩენს.
IEA-ს კიდევ ერთი იდეა არის „არარუსული LNG-ის“ იმპორტის გაზრდა, სურთ, რომ აზიის ქვეყნებს მოუგონ კონკურენციაში. აგიხსნით: აზია მხოლოდ LNG-ის დიდი ბაზარი კი არ არის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, როგორც მომხმარებელი, LNG-ის მთლიანი ბაზრის 3/4-ს იკავებს. ევროპა კი ბაზრის დარჩენილ მეოთხედშია მიყუჟული. უბრალოდ იმიტომ, რომ აზია უფრო მეტ ფულს იხდის გაზში, ვიდრე ევროპა.
დიახ, ბოლო დღეებში მეორდება ვითარება, რომელიც დეკემბრის ბოლოს იყო, როცა ევროპაში ფასები საგრძნობლად მაღალი იყო, ვიდრე აზიაში. რამაც გამოიწვია LNG-ის გარკვეული შებრუნება აზიის ბაზრიდან ევროპულისკენ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მაღალი ფასების გარდა, ევროპას არ აქვს სხვა გზა აზიური გაზის თავისკენ გადასაბირებლად.
და ამ სიტუაციაში სასაცილო ის არის, რომ ევროპა მომხრეა, უარი თქვას გრძელვადიან კონტრაქტებზე - არა მარტო რუსეთთან, არამედ ზოგადად. ანუ გაზის ფასებს ვერანაირად ვერ დაარეგულირებენ. უფრო მეტიც, თუ ევროპაში მაღალი ფასები უფრო მაღალი აღმოჩნდება, ვიდრე აზიაში და აქტიური გავლენის მოხდენას დაიწყებს აზიაში გაზის მიწოდებაზე, ეს გამოიწვევს ფასების გაძვირებსა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშიც.
არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა უკონტროლო ისტერიის მომსწრენი ვართ, ისეთი ფასების შენარჩუნება, როგორიც ახლა ევროპაშია, გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.

პუნქტი 3 - გაზის შენახვის მინიმალური ვალდებულებები

- მომდევნო პუნქტში, IEA ვალდებულებების შემოღებას ითვალისწინებს ევროპული კომპანიებისთვის მიწისქვეშა გაზის საწყობების (UGS) შევსების მიზნით. მათი თქმით, 1 ოქტომბრისთვის ევროპაში UGS ობიექტების შევსების დონე მინიმუმ 90% უნდა იყოს, რომ წელს შევსება 18 მილიარდი კუბური მეტრით მეტი უნდა იყოს, ვიდრე 2021 წელს.
- როგორც IEA-შიაცხადებენ, ამ პუნქტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი ზემოქმედება გაზის სისტემის სტაბილურობის გაზრდა იქნება მომავალი ზამთრისთვის. ეს პუნქტი უკვე უბრალოდ სცდება იდიოტიზმის ზღვარს, ვინაიდან ბოლო 13 წლის განმავლობაში ევროკავშირი ზოგადად ენერგეტიკის ბაზრების ლიბერალიზაცით იყო დაკავებული.
ლიბერალიზაციის პროცესის ერთ-ერთი შედეგი იყო მცირე კომპანიების რაოდენობის ზრდა, რომლებიც თამაშობენ გაზის ბაზარზე და ზაფხულში ყიდულობენ გაზს ზამთარში გასაყიდად. ანუ ყიდულობენ გაზს როცა შედარებით იაფია და ყიდიან, როცა ჩვეულებრივ უფრო ძვირია.
და აქ ჩნდება შეკითხვა IEA-სადმი: რა კონკრეტულმა მექანიზმმა და ვინ უნდა აიძულოს, შემოიღოს მინიმალური ვალდებულებები გაზის შესანახად? თუ ეს მცირე კომპანიებს ეხება, მათ უბრალოდ ფული არ ექნებათ, მათი შემოსავალი გაქრება. რამ უნდა აიძულოს ისინი, რომ ეს გაზი შეინახონ?
თავისთავად წინადადება კარგია და სწორი, ნამდვილად გონივრულია. რუსეთში, სხვათა შორის, სწორედ ამას აკეთებენ: არსებობს პასუხისმგებელი კომპანია „გაზპრომი“, რომელიც ყოველწლიურად ზრდის შენახვების მოცულობას და მეტ გაზს აგზავნის მიწისქვეშა საცავებში. არსებობს პასუხისმგებლობის ცენტრი, გარკვეული საკანონმდებლო ბაზა და ეს მუშაობს.
მაგრამ რომელ ევროპულ კომპანიებს შეუძლიათ შეასრულონ ასეთი ევროპული „გაზპრომის“ როლი? თუ ეს რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული კომპანიაა, მაშინ საუბარია მათ პასუხისმგებლობაზე. ამ შემთხვევაში ევროკავშირს მოუწევს ამ მსხვილი კომპანიების ხარჯების ანაზღაურება, რადგან ევროპის ენერგეტიკული ბაზრის მოქმედი სისტემის პირობებში მათ არ მოეთხოვებათ გაზის დამატებითი მოცულობის შენახვა.
თუ მათ დავალდებულებას შეეცდებიან, ისინი უბრალოდ გააპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს მათ ფინანსურ მაჩვენებელს დააზარალებს. და იმისათვის, რომ სასამართლოში არ წავიდნენ და ეს საქმე არ მოიგონ (არადა, წავლენ და გაიმარჯვებენ), ევროკავშირს მათთვის ფულის გამოყოფა მოუწევს.
საბოლოო ჯამში, ისინი მიიღებენ გაზრდილი ფასების ზეწოლას საბოლოო მომხმარებელზე. აბა, კიდევ ვისგან შეიძლება თანხის შეგროვება?

პუნქტი 4 - ქარის და მზის გენერაციის დაჩქარება

- IEA ასევე გვთავაზობს განახლებადი ენერგიის გამომუშავების დაჩქარებას. მათი აზრით, 12-26 გიგავატი დამატებითი შენატანი ევროპაში გაზის მოხმარებას წლის განმავლობაში 6 მილიარდი კუბური მეტრით შეამცირებს.
- უბრალოდ მშვენიერია. ღმერთო…
იმის გასაგებად, თუ რატომ ვარ ასე სკეპტიკურად განწყობილი IEA-ს ამ მშვენიერი ადამიანებისა და მათი წინადადებების მიმართ, მოდით გადავხედოთ რამდენიმე ციფრს და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნა ამ ყველაფრიდან.
მაგალითად ავიღოთ გერმანია, ქვეყანა, რომელსაც ევროპაში უდიდესი ქარის ელექტროსადგურების პარკი აქვს. დადგენილი სიმძლავრე - 63,3 გვტ. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში გერმანიის ქარის ელექტროსადგურებმა 36,58 ტვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
თუ ქარის წისქვილების მაჩვენებელს გადავხედავთ 2020 რეკორდულ წელს და გამოვთვლით, რამდენი იყო წარმოებული იანვარსა და თებერვალში, ვნახავთ, რომ ქარის ელექტროენერგიის მოცულობამ 36,74 ტვტ/სთ შეადგინა. ეს ოდნავ მეტია, ვიდრე 2022 წელს.
ამასთან ქარის ელექტროსადგურების დადგენილი სიმძლავრე ამ დროის განმავლობაში 5 გიგავატით გაიზარდა. ანუ ქარის ელსადგურები ​​უფრო მეტია და ნაკლებ ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიდრე 2020 წელს.
რაც ყველაზე საინტერესოა გასული კვირანახევრის განმავლობაში გერმანიაში ქარის ელექტროსადგურებში წარმოება მკვეთრად შემცირდა.
პუნქტი 5 - გაიზარდოს დაბალნახშირბადოვან წყაროებზე ელექტროენერგიის გამომუშავება
- MEA ასევე გვთავაზობს ელექტროენერგიის წარმოების მაქსიმალურად გაზრდას არსებული დაბალი ემისიის წყაროებიდან. კერძოდ, საუბარია ატომურ ელექტროსადგურებზე და ბიოენერგეტიკაზე.
- IEA-ს პროგნოზირებული გავლენა ამ პუნქტის განხორციელებიდან არის ევროპაში გაზის მოხმარების შემცირება 13 მილიარდი კუბური მეტრით წლის განმავლობაში... როდის, მიმდინარე წელს?
ატომურ ელექტროსადგურებს აქვს შესანიშნავი თვისება - დადგენილი სიმძლავრის მაღალი ათვისების კოეფიციენტი. ეს ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად გამოიმუშავებენ უამრავ ელექტროენერგიას — წარმოების მაქსიმალურად შესაძლებელ მოცულობებთან ახლოს. ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ დაახლოებით 80%-ს შეადგენს, მთლიანობაში კი 90%-მდე აღწევს.
უნდა გვესმოდეს, რომ IEA-ს გეგმა ეხება 2022 წელს. თუ ასეა, რომელმა კონკრეტულმა ქვეყანამ უნდა გაზარდოს ელექტროენერგიის მაქსიმალური გამომუშავება თავის ატომურ ელექტროსადგურებზე იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი და ბელგია თავიანთი ატომური ელექტროსადგურების ნაწილს რემონტზე ხურავდნენ? ბელგია 2025 წლისთვის აპირებს ატომური ელექტროსადგურების დახურვას, საფრანგეთს კი არაბირთვული პრობლემები აქვს ზოგ სადგურთან დაკავშირებით, რის გამოც სარემონტოდ შეჩერება უწევთ.

პუნქტი 6 - მომხმარებელთა დახმარება

- IEA წახალისებისა და სუბსიდიების პაკეტსაც ითვალისწინებს ელექტროენერგიაზე ძლიერ დამოკიდებული ინდუსტრიებისთვის. ისინი ასევე გვთავაზობენ ჭარბი მოგების შეზღუდვას მიმწოდებლებისთვის, რაც, მათი იმედით, სამომხმარებლო გადასახადებს შეამცირებს, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაინც მაღალი დარჩება.
- ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის განხორციელებაც ნამდვილდა შესაძლებელია. მაგრამ ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრატეგიას ეწინააღმდეგება, რომელზე უარის თქმასაც ის აშკარად არ აპირებს.
ეს არის სრულიად გონივრული ზომა. ნაწილობრივ ის უკვე ხორციელდება ესპანეთის, იტალიისა და რუმინეთის მთავრობების მიერ, რომლებმაც შეამცირეს საგადასახადო ტვირთი ელექტროენერგიის ინდუსტრიაზე. ანუ უკვე ცდილობენ ასეთი ზომების დანერგვას IEA-ს რჩევის გარეშეც.

პუნქტი 7 - გაზის ქვაბების შეცვლა სითბური ტუმბოებით

- IEA-ს გეგმის შემდეგი პუნქტი — ეს საქვაბეების თბოტუმბოებით ჩანაცვლების დაჩქარებაა. საუბარია გათბობისთვის გაზის მოხმარების შემცირების შესაძლებლობაზე წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრით, ჯამური დამატებითი ინვესტიციით 15 მილიარდი ევროს ოდენობით.
რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო, იმავე გერმანიაში, ირკვევა, რომ არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო მოსახლეობა, რომელიც უპირატესობას გაზის გათბობას ანიჭებს და არა სხვა ახალმოდურ რაღაცეებს, რაც დიდად აღელვებთ ადგილობრივ „მწვანეებს“ და დეკარბონიზაციის სხვა მომხრეებს.
არ ვიცი, როდის დააჩქარებენ გაზის საქვაბეების გამოცვლას თბოტუმბოებით, საიდან აპირებენ ამდენი თბოტუმბოს მოპოვებას, ესმით თუ არა, რომ თბოტუმბოები არ უზრუნველყოფს იმავე დონის კონტროლს ოთახში სითბოს მოცულობაზე... ასე შეიძლება მაშინ გაკეთდეს, თუ ისინი არ არიან დაინტერესებული სითბოს მიწოდების სტაბილურობით.
ალბათ, ეს ყველაფერი IEA-სთვის უმნიშვნელოა. მთავარია, 2 მილიარდი კუბური მეტრით შემცირებაზე დაწერონ... ეს ისევ რაღაც სისულელეს ჰგავს.

პუნქტი 8 - ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება მრეწველობასა და საცხოვრებელ სექტორში

- შემდეგ საუბარია ენერგოეფექტურობის გაზრდაზე მრეწველობასა და საცხოვრებელ სექტორში. მაგალითად, „ჭკვიანი თერმოსტატების“ დაყენება, გაზის ქვაბის ყოველწლიური ტექნიკური შემოწმება, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება ენერგიის დაზოგვაში და ა.შ.
- ენერგოეფექტურობის გაზრდა მრეწველობასა და საცხოვრებელ სექტორებში, გაზის მოხმარების შემცირება წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი კუბური მეტრით - ღვთისმშობელო, რა კარგია! კომენტარსაც არ გავაკეთებ. უბრალოდ ხელს ჩავიქნეთ. ყოჩაღ, IEA!
ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ ვარ გარკვეულწილად სკეპტიკურად განწყობილი ამის მიმართ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი გაზი დასჭირდება ევროკავშირს ელექტროენერგიისა და სითბოს გამომუშავების სფეროში, რადგან არ ვიცით, როგორი იქნება წელს საშუალო ტემპერატურა.
ალბათ ზაფხულში ძალიან ცხელი და უქარო ამინდები იქნება. თუ ეს ასეა, მაშინ გაზის მოხმარება რამდენჯერმე გაიზრდება. თუ არა, მაშინ ის არ გაიზრდება ზოგიერთ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

წერტილი 9 - ტემპერატურის დაწევა საცხოვრებელ ფართებში

- IEA გთავაზობთ საბაზისო ტემპერატურის შემცირებას, რომელიც საცხოვრებელ შენობებშია ხოლმე გათბობის სეზონზე. ახლა, მათი ინფორმაციით, ევროკავშირში საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსია. ხოლო თუ 1 გრადუსით შეამცირებთ, მაშინ გაზის მოხმარება წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება.
– ანუ მომხმარებელს ეუბნებიან, რომ არა მარტო უფრო ძვირის გადახდა, არამედ უფრო ცუდად გათბობაც მოუწევს.
თუ გავითვალისწინებთ ევროპაში შენობების ზოგადად დაბალი გათბობას გათბობის პერიოდში - გაუგებარია, სად მიიღეს საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსი ცელსიუსით, რეგიონში 20-ზე დაბალია - ეს წინადადება ნამდვილ დაცინვას ჰგავს. მე რომ ჩვეულებრივი მომხმარებელი ვიყო, დავსვამდი კითხვას: „IEA, ჭკუაზე არ ხარ? ამაზე სერიოზულად ხარ?"
მაგრამ მეორე მხრივ, სააგენტოს მოსალოდნელი გავლენა ამ ღონისძიების განხორციელებიდან არის გაზის მოხმარების შემცირება წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრით.
ანუ, აქ ლოგიკა ასეთია: „ხალხო, ჩვენ გადავწყვიტეთ რუსეთთან ჩხუბი, ასე რომ თქვენ გაყინვა მოგიწევთ. ეს ხომ ძნელი არ არის თქვენთვის?“
მეეჭვება, რომ IEA-მ ნამდვილად განიხილა ასეთი გადაწყვეტილების შესაძლო დანაზოგი, რადგან თავადაც არ სჯერათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.

პუნქტი 10 - ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია და დეკარბონიზაცია

- IEA გვთავაზობს ძალისხმევის გააქტიურებას ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და დეკარბონიზაციისთვის. ისინი საუბრობენ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის აუცილებლობაზე, რომლებიც მომავალში შეამცირებს გაზზე დამოკიდებულებას.
- ეს არის ნაწილობრივ პირველი, მეორე და ასევე მეოთხე პუნქტების გამეორება, ამიტომ ამ პუნქტს დამატებითი კომენტარები არ სჭირდება.
მინდა ვთქვა, რომ IEA-ს არ აქვს თანმიმდევრული გეგმა იმისთვის, რომ ევროპამ უარი თქვას რუსული გაზის მიწოდებაზე. IEA აბსოლუტურად არაადეკვატურია გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ევროპაში არსებული ვითარების შეფასებაში. IEA არ ითვალისწინებს იმ სტრატეგიული ამოცანების სპეციფიკას, რომლებიც დასახულია ევროკავშირის ენერგეტიკის სექტორის რეფორმების ფარგლებში და ასევე არ ითვალისწინებს ამ ამოცანების გადაჭრის მექანიზმებს. IEA, კერძოდ, არ ითვალისწინებს ნახშირის მოხმარების შემცირების გამო გაზის მოხმარების დაგეგმილ ზრდას ევროკავშირში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე