ხედვა მოსკოვიდან: უკრაინის არმიას ზღვაზე გასასვლელი მოჭრილი აქვს

Sputnik
უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციზაციის რუსული ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ფაქტობრივად მოწყვეტილია საზღვაო კომუნიკაციების გზებს და მუდმივად მცირდება. რუსული ჯარები მთლიანად აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს და მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტებს უტევს, ურბანული ინფრასტრუქტურის განადგურების გარეშე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ფართო ფრონტით მიიწევენ წინ და უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავენ. ბოლო ერთი დღის განმავლობაში კონტროლქვეშ აიღეს 10 დასახლებული პუნქტი. მანამდე რუსულმა ჯარებმა კონტროლი აიღეს მელიტოპოლის, გენიჩესკის, ბერდიანსკის, ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე, დაბლოკეს კიევი, ჩერნიგოვი, კონოტოპი, სუმი, ხერსონი და აღადგინეს ჩრდილოეთ ყირიმის არხის მუშაობა. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სამხედრო დაჯგუფებები წარმატებით მიიწევენ წინ.
კიევსა და ხარკოვში ვითარება კვლავ რთულია. „ტერიტორიული თავდაცვის“ რაზმებმა ქუჩებში დაბრკოლებები ააგეს და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკებს ამრავლებენ. ხარკოვისა და მარიუპოლის „ქვაბების“ ლიკვიდაციით კიევის რეჟიმის კაპიტულაციის დრო დაახლოვდება.
რუსული ჯარების ტაქტიკა არ გულისხმობს დიდი დასახლებების შტურმს, ქალაქები უბრალოდ იბლოკება. უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა 24 საათის განმავლობაში „იფქვება“. მაგალითად, საბრძოლო მასალების საცავი ჟიტომირში, სადაც Javelin და NLOW ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ინახებოდა, დღეს განადგურდა შორი დისტანციის ზუსტი იარაღის დარტყმის შედეგად.
სპეცოპერაციის ათი დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს (ან „დემილიტარიზაცია“ ჩაუტარეს) უკრაინის შეიარაღებული ძალების 2037 ობიექტი. უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება მთავრდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწყვეტილია საჰაერო და საზღვაო კომუნიკაციების გზებს. კიევის რეჟიმი პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებს უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცებისა და იარაღის შესატანად იყენებს. დასავლეთის ეს „ქველმოქმედება“ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის მხოლოდ მსხვერპლის გაზრდის გარანტიას იძლევა.

რუსეთი ნალს გრეხს

ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით უკრაინის თავდაცვა საბოლოოდ გაანადგურეს. ეს საშუალებას იძლევა, შეჩერდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დასავლეთის მიმართულებით გადაჯგუფების ყველა მცდელობა.
უკრაინულმა მედიამ რუკაზე ქალაქების „გადატანა“ დაიწყო, რათა საზოგადოებას ფრონტზე დამარცხების ფაქტი დაუმალონ. რუსული სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, არ შეჩერდება დნეპერის ხაზზე, ჯარების შეტევა აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან (რუკაზე ცხენის ნალს ჰგავს) მთლიანად დაბლოკავს კიევს და შემდეგ სხვა დიდ ქალაქებსაც: ნიკოლაევს, ოდესას, ლვოვს.
სახმელეთო ჯარების, საჰაერო კოსმოსური ძალებისა და ასევე რუსეთის საზღვაო ძალების გემების დაჯგუფების პოტენციალი აზოვსა და შავ ზღვებში სრულად არ არის გამოყენებული. აშშ-ის დაზვერვა გაკვირვებულია, რომ რუსეთი უარს ამბობს უკრაინაზე დამანგრეველი საჰაერო თავდასხმის განხორციელებაზე. ამერიკელების უმეტესობისთვის მოსულსა და კიევს შორის დიდი განსხვავება არ არის.
უკრაინის გენერალურ შტაბს აწუხებს კითხვა: „რატომ არ გადასხეს რუსულმა ჯარებმა აქამდე დესანტი ოდესაში?" ყოველი შემთხვევისთვის, ნიკოლაევის პორტში დაიტბორა უკრაინის საზღვაო ძალების ფლაგმანი „ჰეტმანი საჰაიდაჩნი“. კიევის ხელისუფლებამ 25000-ზე მეტი კალაშნიკოვის ავტომატი დაურიგა კრიმინალებს და შეტაკებებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მაც კი გაღიზიანებულად აღნიშნა, რომ უკრაინა „სისხლიან ონლაინ კამპანიას აწარმოებს, რომელიც... არღვევს ჟენევის კონვენციებს". ასეა თუ ისე, რუსული ჯარები შეასრულებენ დაკისრებულ დავალებას და უკრაინის ტერიტორიაზე გამოარჩევენ „ფქვილს ქატოსგან“.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც შეეხო კიევის რეჟიმის არაადეკვატურობას: „თუ ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს“. და ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება დასავლელი „პარტნიორებისთვის“, რომლებსაც არ ძალუძთ, ფხიზელი შეაფასონ ის, რაც ხდება.

უკრაინული „კორიდა“

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ესპანური რადიოს ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან ომს არ დაიწყებს, ის მხოლოდ არის უკრაინის მხარეს. მანამდე ბორელმა ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად 450 მილიონი ევროს ღირებულების ლეტალური იარაღის სისტემების გაგზავნის აუცილებლობაზე. აშკარაა, ევროკავშირი ნატოსა და პენტაგონის ფილიალად გარდაიქმნა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი უკრაინაში გასაგზავნი იარაღისა და დაქირავებულთა გადამზიდავ ბაზად გადაიქცა. პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებულია შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, კანადისა და ნატოს სხვა ქვეყნების სადაზვერვო ქსელი, რომელიც კიევის რეჟიმს აწვდის ინფორმაციას რუსული ჯარების წინსვლის შესახებ.
გაზეთი Bild იტყობინება, რომ ბერლინმა გადაწყვიტა, მიაწოდოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და 500 „სტრინგერი“, ასევე 2700 პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემა „სტრელა“, რომლებიც გდრ-ის შეიარაღებაში შედიოდა და საწყობებში დაახლოებით 35 წლის განმავლობაში ინახებოდა.
რაზე მეტყველებს ზრუნვის ასეთი საშიში იმიტაცია? უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი, ევროპელების უმეტესობისთვის კი ეს მხოლოდ „კორიდაა“.
ამერიკელი „ფანები“ ცდილობენ გაარკვიონ, დაეხმარება თუ არა თურქული „ბაირახტარები" უკრაინელებს. პენტაგონი დიდი ხანია გეგმავდა 280 ძველი "Warthogs-ის“ თავიდან მოშორებას, მაგრამ მათი უკრაინაში გადაყვანა აშშ-ს საჰაერო ძალებში არც კი განიხილება.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა ფრენკ კენდალმა 3 მარტს განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნები და ორგანიზაციები სათვალავიდან არ უნდა ამოვიღოთ, ჩინეთის ამბიციები, რესურსები და მმართველობის ავტორიტარული სისტემა მას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საშიშროებად აქცევს“.
რუმინეთსა და სლოვაკეთს სურდათ, „ჰუმანიტარული დახმარება“ გადაეცათ უკრაინელი მფრინავებისთვის თავიანთი საჰაერო ძალებიდან, მაგრამ მათი საბჭოთა წარმოების მოძველებული გამანადგურებლები ნატოს მწყობრში უბრალოდ ვერაფრით ჩანაცვლდება. და რაიმე სახის საუბარი ნატოს რაღაც აკრძალული ზონის შესახებ უკრაინის თავზე — ასევე „იისფერი ნისლია“.
მეორე მხრივ, ჭორები ამერიკელების, ევროპელებისა და უკრაინელების სიძულვილის შესახებ რუსეთის მიმართ, ძალიან გაზვიადებულია. ათ წელზე ნაკლებ დროში უკრაინელი ხალხი კვლავ ძმური და მეგობრული გახდება (გაიხსენეთ ომისშემდგომი პოლონეთი და გდრ). რუსეთი სრულადაა ადაპტირებული კოლექტიური დასავლეთის აგრესიის პერიოდებს ბოლო 800 წლის განმავლობაში და მშვიდად აღიქვამს მიმდინარე გამწვავებას.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე