მსოფლიო დღეს

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: ადგილი და თარიღი ცნობილი გახდა

მოლაპარაკებების თარიღსა და ადგილის შესახებ განცხადება გაავრცელა კიევის დელეგაციის წევრმა, უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ
Sputnik
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი, მესამე რაუნდი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე 7 მარტს გაიმართება, განაცხადა კიევის დელეგაციის წევრმა, უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ.
„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება“, - დაწერა მან Facebook-ში.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს შედგა. მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო - დავითა არახამიას Facebook-გვერდი