ომის მოგება აუცილებელია არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც და ჩვენ უკვე ამისკენ მივდივართ, მიიჩნევს რუსი იურისტი და საზოგადო მოღვაწე ილია რემესლო.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელებისთვის, ასევე ქვეყნის საწინააღმდეგო სანქციების დაწესების მოწოდებებისთვის. კანონს უკვე მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. და ძალიან დროულად, თორემ რუსეთი შეიძლება ფეიკებში დამხრჩვალიყო, დარწმუნებულია ადვოკატი ილია რემესლო.
„უნდა გვესმოდეს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს უსაფრთხოების მოთხოვნები გაზრდილია. ლოგიკურია დამატებითი შეზღუდვების დაწესება, რადგან ყველაფერი, რასაც ადამიანი ონლაინ ამბობს, გავლენას ახდენს როგორც საზოგადოების განწყობაზე, ისე სამხედრო კამპანიის მიმდინარეობაზე. მე დიდი ხანია ვეუბნებოდი ამ ამხანაგებსს, ეგრეთ წოდებულ თავისუფლების თაყვანისმცემლებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სიტყვებისთვის დასჯა არ შეიძლება. ვეუბნებოდი, რომ სიტყვა ისეთი ქმედებაა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან კონკრეტული შედეგები“, — აცხადებს რემესლო.
იურისტის თქმით, სამხედრო ოპერაციის დროს ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ მის სიტყვას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბევრ პროცესზე და მას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. ეს ასევე ეხება ანტირუსულ დასავლურ მედიას, რომელთა უმეტესობა უკვე დაბლოკილია. მაგრამ მედიის თანამშრომლები, რომლებიც კვლავაც აგრძელებენ ჩვენთან მუშაობას, ამიერიდან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ დაარღვიონ მოქმედი კანონმდებლობა, ამბობს რემესლო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით გააშუქონ, მაგრამ მედია, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში მუშაობს, დიდი ალბათობით, ამას არ გააკეთებს. თუმცა, რემე სლოს თქმით, თუ ეს ადამიანები რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. თუნდაც რუსეთი უბრალოდ ტრანზიტით გადაკვეთონ.
ადვოკატის აზრით, ერთადერთი გზა საინფორმაციო ომის შესაჩერებლად, რომელიც ახლა რუსეთთან მიმდინარეობს, არის მიზანმიმართული მკაცრი ზომები და თანაც ორი მიმართულებით: უკვე მიღებული საკანონმდებლო ღონისძიებები და საინფორმაციო ჰიგიენა.
„ჩვენს მოსახლეობას ინფორმაციასთან მუშაობის სწავლება სჭირდება. ამაზე უკვე მრავალი წელია ვსაუბრობთ. იყო კოვიდთან, ტერორისტულ თავდასხმეთან, გიჟურ თეორიებთან დაკავშირებული ისტორიები. სოციალურ ქსელებში დიდი რაოდენობით ფეიკები გავრცელდა და სახელმწიფომ ყველაფერზე თვალი დახუჭა. ახლა ასე მშვიდად ვერ ცქერა აღარ შეიძლება, საინფორმაციო ომი ჩვენს ქვეყანას მჭიდროდ მოუახლოვდა“, — მიაჩნია რემესლოს.
ამ ომში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები დასავლური სოციალური ქსელებია, მათ დასავლური დაზვერვის სამსახურები იყენებენ, დარწმუნებულია ადვოკატი. სოციალურ ქსელებში, სარეკლამო სივრცეების დახმარებით, რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ყალბი გვერდები იქმნება.
„აშკარაა, რომ ამ ყველაფერს უკრაინელები არ აკეთებენ. ყველაფერი კოორდინირებულია ერთი ცენტრიდან, რომელსაც საკმარისად დიდი ბიუჯეტი აქვს პოპულარიზაციისთვის. დასავლური სოციალური ქსელების დახმარებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რეალური საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. საწიროა შესაბამისი პასუხი — საჭიროა ადამიანებს ინფორმაციასთან მუშაობა ვასწავლოთ, ხოლო გამავრცელებლებმა პასუხი უნდა აგონ“.
ილია რემესლო დარწმუნებულია, რომ ფეიკები იქმნება იმ მიზეზით, რომ დასავლეთი უკრაინას საზარბაზმე ხორცად იყენებს. საომარი მოქმედებების გაგრძელებას აზრი არ აქვს, მაგრამ ყველაფერი გრძელდება მხოლოდ იმისთვის, რომ „რუსეთს ნერვები მოეშალოს და ამაზე დიდხანს ვისაუბროთ“.
„ყველა ყალბი შექმნილია უკრაინული საზოგადოების ყველაზე არაგონიერი ნაწილისთვის“, — ამბობს ადვოკატი. — „იმიტომ, რომ მათი შემქმნელები ძველ კადრებს იყენებენ, ხშირად უკრაინას საერთოდ რომ არ უკავშირდება. მაგალითად, 2012 წლის ვიდეო ისრაელიდან, რომელიც დღევანდელ დონბასად არის გასაღებული, მაგრამ თუნდაც გარემოს, კლიმატის მიხედვით ჩანს, რომ ეს სრულიად სხვა ადგილია“.
ან უკვე ზმეინის კუნძულთან დაკავშირებული უკვე ლეგენდად ქცეული ისტორია: უკრაინის ხელისუფლებამ თავისი შეიარაღებული ძალების მებრძოლები გმირებად გამოაცხადა, რომლებმაც თითქოს უარი თქვეს რუსული გემისთვის ჩაბარებაზე. სინამდვილეში კი ამ მებრძოლებმა მშვიდად დაყარეს იარაღი.
ასევე ვირუსული გახდა ყალბი მემი რუსული გემის შესახებ, რომელიც თითქოს სამ ასოზე გაგზავნეს. მერა რა, რომ ეს ყველაფერი მოგვიანებით უარყვეს, უკრაინულ მხარეს ეს საერთოდ არ აინტერესებს", — ამბობს რემესლო.
ყველა ფეიკი იქმნება ხელისუფლების სანდოობის შელახვისა და რუსეთის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, ხაზგასმით აღნიშნა თანამოსაუბრემ. და ამით ერთმნიშვნელოვნად დასავლური სპეცსამსახურებია დაკავებული.
„ჩვენ იმასაც კი ვხედავთ, რომ ეს თითქოს ერთი ხელით კეთდება. იგივე ნავალნისტები რომ ავიღოთ, თუ ისინი ადრე ამტკიცებდნენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ, სამართლიანობისთვის ბრძოლის მომხრენი იყვნენ, არა რუსეთის, არამედ პუტინის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა რას ვხედავთ? მათ ეთერში მკვლელი ალექსეი გონჩარენკო უზით, რომელიც ოდესაში ცხედრებთან ერტად იღებდა სურათებს და ზოგი ინფორმაციით, 2014 წლის 2 მაისს ოდესის მცხოვრებლების ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“, — ამ ბობს რემესლო.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებმა ნიღბები მოიხსნეს, ისინი იმ მანქანის ნაწილები არიან, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, ხაზს უსვამს ადვოკატი.
„ეს ისევ და ისევ ნავალნის მაგალითზე ვიცით: მან იქიდან მიიღო დაფინანსება. დაფინანსების წყაროა დასავლური სპეცსამსახურები, კვაზისახელმწიფო სტრუქტურები, ბანკები, მსხვილი კაპიტალისტური სტრუქტურები, რომლებიც შეერთებულ შტატებში სახელმწიფოს შეერწყა და კარგა ხანია, მის ფუნქციას ასრულებს“, — აღნიშნა ილია რემესლომ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე