ევროპას დენაციფიკაციისა ეშინია

Sputnik
ელენა კარაევა
ევროპამ — კონტინენტურმაცა და კუნძულოვანმაც, შეეჯახა რა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გამწვავებას, პროგნოზირებადად დაიკავა ის პოზიცია, რომელსაც ყოველთვის იკავებდა.
ფინეთის კამპანიის დროსაც, რომელსაც სსრკ აწარმოებდა, მეორე მსოფლიო ომის დროსაც.
ევროპა, თუ არ ვისაუბრებთ პოლიტიკოსებზე, რომლებსაც თანამდებობები ავალდებულებს როგორც მოქმედებას, ისე განცხადებების გაკეთებას, ყოველთვის დაცდას არჩევდა, რათ მერე გამარჯვებულის მხარეს დამდგარიყო.
ლოზუნგებსა და მელოდეკლამაციებს ამ შემთხვევაში ფასი არ აქვს. მნიშვნელოვანია მოქმედებები. ხოლო იმის გასაგებად, რატომ ჭირს ეს უკანასკნელი, მიუხედავად აშკარა სურვილისა, რომ სიტყვა „დენაციფიკაციაზე“ მეორე მსოფლიო ომი არ გაგვახსენდეს, აქ ნაცისტური ოკუპაციის ბნელ დროში ექსკურსის გაკეთება იქნება საჭირო.
მოგვიწევს გავიხსენოთ, რომ კონტინენტი ჰიტლერელების ფერხთით ექვს კვირაზე მოკლე დროში დაეცა, რომ სამეფოები და რესპუბლიკები ვერმახტს პრონციპში არ შეწინააღმდეგებიან, რომ კაპიტულაციაზე ხელმოწერის მომენტში არანაირი სახალხო ომი არ ყოფილა ორგანიზებული.
წინააღმდეგობა წინააღმდეგობად, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანწილად საბჭოთა დაზვერვის უცხოეთში საქმიანობის, მეორე მხრივ კი კომუნისტების მუშაობის შედეგად იქცა.
ევროპელი ობივატელები არც პარტიზანებად მიდიოდნენ, არც საბოტაჟს საწყობდნენ, ღამღამობით პროკლამაციებს არ აკრავდნენ. ეს ყველაფერი ძალიან გვიან, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყო. იმ მომენტში, როდესაც საბჭოეთისთვის დიდი სამამულო ომი დაიწყო.
ასევე არ ყოფილა ტოტალური შიდა წინააღმდეგობა გერმანული ფაშიზმისთვის.
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ ევროპამ მიიღო ჰიტლერი და მიიღო მისი პოლიტიკა ებრაელების განადგურებისა და რასობრივი თეორიის შესახებ, საკმარისია გადახედოს, მაგალითად, ვერმახტის გენერალ-პოლკოვნიკ ფრანც ჰალდერის დღიურებს, სადაც ის აღწერს, თუ როგორ მიიღეს პირადად ის და მისი ჯარები ბელგიასა და საფრანგეთში.
ჩანაწერებში, რომლებიც ჯარისკაცურად ლაკონურია, ჰერ ჰალდერი ახსენებს იმ წვეულებებსაც, რომლებსაც გზისპირა ტრაქტირების მფლობელები უმართავდნენ და იმასაც, თუ როგორ რეაგირებდნენ ქალაქელები ნაცისტური არმიის შესვლაზე.
იღებდნენ თბილად, სუფრებზე უგემრიელესი კერძებითა და კარგი ღვინით. ომი? რა ომი?
დავუშვათ, რომ ჰალდერის ხელით დაწერილი სტრიქონები მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა და ის ვერ დაახასიათებს ევროპულ საზოგადოებას მთლიანობაში.
მაშინ, რა ვუყოთ სხვა მტკიცებულებებს?
რა ვუყოთ იმათ სიტყვებს, ვინს პორტიედ მუშაობდა ლიონის ოტელ „ტერმინუსში“, სადაც იმ პერიოდში გეტაპოს შტაბბინა იყო განტავსებული და სადაც წამების საკნები იყო მოწყობილი?
არ უნდა გვეგონოს, რომ ნაცისტები ევროპის ოკუპაციის წლებში რაღაცნაირად ცდილობდნენ, დაეფარათ ჩადენილი. არა.
„დაბალი ხარისხის“ ადამიანებზე რეიდები დღისით ეწყობოდა, ხალხმრავალ ქუჩებში ან სახლებში, სადაც ფრანგი ებრაელების გარდა, არაებრაელი ფრანგებიც ცხოვრობდნენ. მაგრამ მათი მხრიდან მეზობლების დამალვისა და გადარჩენის მაგალითები, სამწუხაროდ, ერთეულები იყო.
რა თქმა უნდა, სხვებიც იყვნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ევროპული ერების განწყობის ზოგად ვექტორზე.
შეიძლება ისეც კი ხდებოდა, რომ მძევლებს სიკვდილით ქუჩის ერთ მხარეს სჯიდნენ, მეორე მხარეს კი მაღაზიები მუშაობდა და ხორცზე რიგი არ თხელდებოდა.
განწყობა რადიკალურად არც მაშინ შეცვლილა, როცა სსრკ ჩაერთო ომში.
რა თქმა უნდა, იმდროინდელ განცხადებებსა და დეკლარაციებში საუბრობდნენ „სტალინურ რეჟიმზე, „კომუნისტურ იდეოლოგიასა და დიქტატურაზე“, მაგრამ საბოლოო მიზანი იყო არა პოლიტიკოსები ან პოლიტიკა, საბოლოო მიზანი იყო ხალხი — საბჭოთა ხალხი.
იმავე ევროპაში დენაციფიკაცია მხოლოდ გერმანიაში განხორციელდა. და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა.
იმ ქვეყნებში კი, რომლებიც გერმანელმა ნაცისტებმა დაიკავეს, სადღაც სახელმწიფო ინსტიტუტები შეინარჩუნეს, სადღაც მათი პრეროგატივები შეავიწროეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, დაემორჩილნენ რა რაიხს, ნამდვილი დენაციფიკაცია არ მომხდარა. რადგან მაშინ სასამართლოს წინაშე წარდგომა და ციხეში წასვლა თითქმის მთელ სახელმწიფო აპარატს მოუწევდა.
ნაცისტებზე და ნაცისტებთან მილიონები და ათობით მილიონები მუშაობდნენ. ამ რაკურსში, რა თქმა უნდა, იმათი გმირობა, ვინც წინააღმდეგობას შეუერთდა, ვინც შეიპყრეს და აწამეს, მოკლეს ან სიკვდილის ბანაკში გაგზავნეს, მორალურ განაჩენად გამოიყურება მათთვის, ვინც ნაცისტებს ემსახურებოდა.
დენაციფიკიაცია არ შეხებია არც საზოგადოებას და არც მის ინსტიტუტებს. მაგალითად, საფრანგეთის რკინიგზას, რომლის ხელმძღვანელობაც გამართულად აწვდიდა ტრანსპორტს ებრაელებისა და ანტიფაშისტების სიკვდილის ბანაკებში გადასაყვანად, მისი პერსონალი კი უარს არ ამბობდა ასეთი განაკრგულების შესრულებაზე. ფრანგი მერკინიგზეების მრავალათასიან კოლექტივში მხოლოდ ერთი მემანქანე აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვ შემადგენლობის ესვენციმში წაყვანაზე. ერთი!
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში ძალიან მალე დაივიწყეს. ძეგლების არსებობა, და ნორმანდიაში მოკავშირეების გადასხმის წლისთავების აღნიშვნამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.
ომი პოლიტიკურად დაივიწყეს, ვინაიდან მის დამთავრებისთანავე კურსი კონტინენტის გაერთიანებაზე აიღეს, უპირველესად, ეკონომიკურ გაერთიანებაზე.
ამ ეკონომიკურ გაერთიანებში მნიშვნელოვანი როლი მაშინდელ გერმანიის ფედერაციას განეკუთვნებოდა. და უკვე ხელისუფლებას არ სურდა, რომ მათთვის გამუდმებით შეეხსენებინათ წარსული.
არ სურდათ იმდენად, რომ 1962 წლის ნოემბერში, საფრანგეთსა და გერმანიის ფედერაციას შორის ელისეს ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონიამდე ორი თვით ადრე, პირადად დე გოლის მიერ გაცემული დირექტივით, ციხიდან გაათავისუფლეს SS Obergruppenführer კარლ ობერგი, საფრანგეთის გესტაპოს უფროსი.
ამბობენ, რომ დე გოლმა ასე დაასწრო მაშინდელ ფედერალურ კანცლერ ადენაუერის შესაძლო თხოვნებს.
ობერგრუპენფიურერი კარლ ობერგი იყო ის ადამიანი, ვინც ლიონის გესტაპოს ხელმძღვანელს, კლაუს ბარბიეს უბრძანებდა, რომ დე გოლის უახლოესი თანამოაზრის, ჟან მულენისგან მისი ამხანაგებისა და წინააღმდეგობის მთელი სტრუქტურის გაცემისთვის მიეღწია.
მორალური ასპექტი წაიშალა და უხილავი გახდა საზოგადოების გონებაში, ვინაიდან საუბარი იყო, როგორც მაშინ ამბობდნენ, გეოპოლიტიკაზე და „ომის შემდეგ კონტინენტის განვითარების ახალ გზებზე“, კონტინენტისა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „მშვიდობისა და კეთილდღეობის აკვანი“ გამხდარიყო.
ისტორიამ, ადრე თუ გვიან, მაინც აიძულა ძველი საფასურის გადახდა. მიუხედავად მიღწეული „მშვიდობისა“ და „კეთილდღეობისა“.
დღეს ეს ნათელია, როგორც არასდროს.
ისევე, როგორც ის, რომ ახლა „დენაციფიკაციაზე“ საუბრისას ევროპელ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ გააცნობიერონ მარტივი გარემოება, რომ იქ, სადაც მათ ირჩევენ და მართავენ, არანაირი დენაციფიკაცია — ნამდვილი, ღრმა, ყოველმხრივი — არ მომხდარა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე